|
მართლა არავინ არ იცის ალბათ, სუნთქვა და ცქერა ჩემსავით ხარბად. მომეცი ნება - მეც ვიშრიალო - შენს ხეებიდან ყველაზე დაბალს.
მეც შევეგებო, მომეცი ნება. ღამით როდესაც ამოდის მთვარე, შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება.
მეც შეუმჩნევლად მივყვები მაღლა... გამიღე კარი, გამიღე ჩქარა! - მე შენგან შენთან მოვსულვარ ახლაც. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















