მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6737 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აკაკი წერეთლის პასუხი გრიგოლ ორბელიანს

 

იარანალ-ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

დაგიკარგავს შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


სამასხარო მოედანზე

გამოსულხარ, დგეხარ განზე,

საქდები კანზე, მღერ-საგანზე -

შენგან უცნობ "ანა-ბანზე",

რომ არ არის ეგ შენი გზან?!

ვაი, ჩვენო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

გაგფრენია შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


რას აკეთებ? გიკვირს განა,

რომ შეამკე ლოპიანა?

ჩვენ არ მოგვწონს შენისთანა

ენა-წმინდა, გულ-სატანა.

ორპირობამ გაგატუზა?

ვაი, ჩვენო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

რად გაჰკიცხე შენი მუზა?

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


ჩვენთან ტკბილო, ვით შაქარო,

ტკბილ ლექსების ფეიქარო!

აქაცა ხარ, იქაც ხარო,

გულფუტურო და თავქარო!

ირხევი, ვით დამჭკნარი ბზა,

იარანალ-ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

ძაძას იცვამს შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


პოლიტიკა სპარსეთისა

გისწავლია, გიკვირს ისა, -

სხვამაც მიტომ შეგითვისა:

ჩუმად გატენია ქისა...

თვით მოლა ხარ ჰაჯი-მუსა!

საცოდაო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა!..

აღარა გყავს შენი მუზა!..

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!..


ვაჟკაცობა არც შენ გიყვარს,

ვერც აიღებ, ვგონებ, შენ ყარსს,

სიტყვით სამსონს, საქმით საპყარს,

ამ ბოლო დროს სიტყვაც გიყვარს.

მაგრამ ჩვენც გვაქვს "ის" შენთვის მზა,

იარანალ-ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

რად დაჰკარგე შენი მუზა?

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


მიბრძანდებით, გატყობთ, ქაბას,

მიტომ იცვამთ სპარსულ კაბას,

იქ დერვიშებს ეტყვით ქებას,

რომ მათ კუდი გამოგებას.

ეხლა კი მიგიგნია გზა!.

ბარაქალა, ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

დაგიკარგავს შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


სადაც შრომობს რიონელი -

შენ ხომ იქ არა გაქვს ხელი?

შენებს ძველი, ჭკუათხელი

დიდყურაძეს ვაახელი

და გვერდს დავუყენე გრუზა!

ასე, ჩემო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

რად დაჰკარგე შენი მუზა?

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


სადაც იყო გოგიტელა,

იმას ენაცვალოს ყველა

შენისთანა ენაბრტყელა,

უსარგებლო ბელა-ბელა!

ნუკრის მტკვერი კარკარ-ტუზა

მოგიხდება ხარაბუზა!

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

დაიკარგა შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


იმ ლიბერალს, ბურთივით მრგვალს.

რად უპრაწავ მრისხანედ თვალს?

ის იხდის ვალს და თქვენსა კვალს

არ აღირსებს თავის ნავალს, -

თქვენსავით ვერ წაიკუზა,

იარანალ-ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

აღარა გყავს შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


ნოვღოროდის ლიბერალო,

ლოპიანას მომღერალო,

საათნავას ეშხით მთვრალო,

აწ კი უნდა შეგიბრალო,

არ გაგხადო რომ ანდაზა!

საცოდავო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

დაგიკარგავს შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!


რადგან ერთ დროს იყავ კაცი

გულმტკიცი და გულმამაცი,

აკაკია არას გკადრებს,

ბაკაკიამ გითხრას: "აცი!"

რომ მოსძებნო ისევ მუზა,

იარანალ-ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

დაიბრუნე შენი მუზა!

ბზზუ, ბზზუ, ბუზა-ბუზა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ