|
იტალიიდან თავს დაგტრიალებს ჰაეროპლანთა მსუსხავი ჩრდილი: იგი ჩრდილია მხოლოდ სიკვდილის, ჩრდილი და არა თვითონ სიკვდილი!
ქარქაშში ხმალი, რევანშის გრძნობა არ შეინელო, სადაც შობილხარ, იმ მთა-გორების იყავ ერთგული, აბისინელო!
განადგურება, რა სამარცხვინო ასპარეზია. ო, ეშინოდეთ იმგვარ სიცოცხლის... ის ხომ სიკვდილზე უარესია! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















