|
ახლა ღამეა და ფიქრებთან ვზავდები, ახლა ყველაფერი წარსულით მითბება, ახლა უფსრკულთან ვარ, კლდის ქიმზე ვკავდები და შენში ჩავრჩები არეულ რითმებად.
ოთახი ივსება ურითმო სუნთქვებით, ლოგინზე შენს ნაცვლად ბალიში გორაობს, დაგვცინის, ვგონივართ მარტივად გულქვები.
შავ-თეთრად მიღიმის წაშლილი აჩრდილი, შენ ნაფაზს ურტყამ და პაპიროსს აბოლებ, მე ვნებით მევსება თვალები აჭრილი.
წლებით გატეხილი დაღლილი გონება, სულის ტრამალები ისე მოვიაროთ არ დავრჩეთ გრძნობების გაყიდულ მონებად.
ნუთუ გვიანია, დაგიწყო თავიდან, და თუკი სხეული სხვასთანაც აიშვებს, შენთან ვუღალატებ პირველი ღამიდან.
სხვა კაცის პერანგზე შეხსნილი ღილები, როცა დავიბადე, მე ჩემში ჩაგსახე, მაშინ არ ვიყავი დიდურად ფრთხილები.
კარადად, მაგიდად, ლარნაკად ვარდისთვის, ძილში გაღვიძებად, ჩემს ნამდვილ ხელებად, როგორ გაგიმეტო უდარდო დარდისთვის.
რომელიც ამ თმებში, სხეულში იღვრება, მეყო განშორება, უსიტყვო კივილი, თუმც ჩემში სახლობდი დაკეცილ რითმებად.
ფიქრი ამღვრეული უსიტყვოდ მიწყრება, ისევ უფსკრულთან ვარ, უეცრად ვკავდები, რადგან ყველაფერი თავიდან იწყება. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















