|
გულს სად სცალია დასაბერებლად, როცა სიცოცხლეს ასე უხდები, იალქნებივით დასაბმელები, ეხეთქებიან ღრუბლებს მუხები.
და კვნესის შენი ღიმილი - კმარა! და გახლეჩილი ბროწეულები ჩემს გაურკვეველ სურვილებს ჰგვანან.
თითქოს გზვერავდეს ხარბი თვალებით და როგორც ცეცხლი მინდორში, ღამით - მღერიან შენი მუხლისთავები.
აუღებელი და ხელუხლები! იალქნებივით დასაბმელები, ეხეთქებიან ღრუბლებს მუხები. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















