მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 371 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იქ პირქუში კლდეკარია და მზისფერი ველებია,

და იქ ჩემი სათავეა, წყალს იქ დავეწაფები,

კაცებს დაშაშრული მიწა ოფლით დაუსველებიათ

და აცვიათ დედაკაცებს მხოლოდ თალხი კაბები.


იქ აწრთობენ და იქ წვრთნიან ჩემს ხასიათს და ჩემს სინდისს.

იქ სიმღერას მასწავლიან, ხარხარსა და გოდებას

და იქ ჩუმი სიხარულით მორცხვი ყვავილები მინდვრის

მე მანდობენ და მჩუქნიან თავის სახელწოდებას.


იქ ურმულით არღვევს ღამის მყუდროებას კვლავ მეურმე,

დრო კი მიწვევს სიყმაწვილის სიზმარში თუ ბურანში,

იქ ზღაპრებში მეორდება იდუმალი სიტყვა "თურმე"

და ნატვრისთვალს ათამაშებს მთვარიანში უნასი.


იქ თითისტარს ებერება კვლავ მუცელი ჯამში გრეხით

და იღვიძებს ის, რაც ხსოვნამ ტანჯვით გადამირჩინა,

იქ ვარია შარაგზაზე გადაირბენს კისრისტეხით

და დაჰყივის ხელნის თათზე დახრილ ურემს ყვინჩილა.


მუხლზე ქვედაკაბის ფართხალს, ორღობეში მთვრალის ბორძიკს

კაცი გაიხსენებს, მაგრამ აღარ განმეორდება,

ცრემლი უკვე გამშრალია, ხოლო საფლავების ბორცვი,

როგორც დედაკაცის მკერდი, წვიმით ისე სწორდება.


ბევრი  დავიწყებას მიეც, დაქანცულმა მონოლოგით,

ო, მეხსიერებავ ჩემო, ვერაგო და მზაკვარო,

ასე მიერეკებიან, ასე ეწევიან თოკით,

მოუწველავ დედის ძუძუს ხბო რომ არ მიაკარონ.


როგორც მისთვის მინდობილ და მუდამ გაუმარგლავ ბოსტანს,

ამ ქვეყანას რომ დაჰყურებს მზერით ანდამატურით,

სიკვდილს თავის ხელობის და საქმის სწორუპოვარ ოსტატს,

თუ შევხედავ ხვალ მომავალს ჩემკენ ფეხის ფრატუნით.


ჩემს სათავეს მივაშურებ, აღსასრული რომ იქ ვნახო,

იქ ახლოა ვარსკვლავები და შუქს მიწილადებენ,

იქ სიკვდილი ადვილია, სადმე ბექობს ანდა ახოს

შევერევი და სამოთხის ვნახავ ციცინათელებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ