მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 425 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემი თვალები გვანან ბუდეებს,

სადაც ჩიტები აღარ ბუდობენ.

ვგრძნობდი შენს წასვლას გადაუდებელს,

ვგრძნობდი შენს ცქერას ცივს და უნდობელს.


იქნებ ავყევით გულს ნაადრევად,

იქნებ გვაცდუნა ცეცხლმა ბრიალამ,

ან იქნებ, როგორც სარკის ნამტვრევმა,

ვერ დაგიტია სულმა მთლიანად?


ზღვას გაგახსენებს ხანდახან კენჭიც,

მე სამახსოვროდ მრჩება რამდენი -

ეს უცნაური ტკივილი მკერდში

და სარკეებში შენი ლანდები.


და გხედავ ახლა, გხედავ მკაფიოდ:

შუბლით ეკრობი გაყინულ მინას,

მოგდევს ტყეები გაუკაფავი

და წინ სადგურის სინათლე ბრწყინავს.


და ფიქრში გზების ფერი ტრიალებს,

ფერი წითელი, მწვანე, ყვითელი,

ფრიალებს შენი კაბა, ფრიალებს

და გამყოლები კართან ყვინთავენ.


თითქოს სიყვარულს ვერ მოვერიეთ,

ვერ მოვუძებნეთ ჩვენს სულში ბინა

და ასე გზაზე დავრჩით ორივე,

შუბლმიბჯენილნი გათოშილ მინას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ