მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 101 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

რომელმან ნათლით შემოსე

მოდგმა კოლხთა და იბერთა,

ქართვლის დედავ და ქალწულო, 

გული კვლავ არ დაგიბერდა,


ზეგარდმო ცვარი აპკურე, 

იწყე მესხით და ლაზითა

და ღვაწლმან შენმან მამული

ოქროს ხანამდე აზიდა...


რომელმან სცვალე საწუთრო

უხრწნელი სილამაზითა... 

საუკუნეებს აპურებს 

სურნელი შენი ვაზისა.


მე ვით შეგამკო, როდესაც

ძალნი გამკობენ ცისანი, 

თავსაც რომ კრძალვით გიხრიან

ყვავილნი სამოთხისანი,


საკუთარ მამულს, ვარდობას

შემოხველ, როგორც ხიზანი, -

ცად აგვამაღლე და ზეცით 

ლოცვა-კურთხევას გვიგზავნი.


ქალწულმა ჰბაძე ქალწულსა, 

ქართველთა ტკბილო დედაო, 

შენგან, შენმიერ, შენს მამულს

სიკეთე დაებედაო,


ავმაღლებულვართ იმ ხანად - 

სადაც სიყვარულს ვხედავო... 

არცა დაღლილხარ, ღირსეულთ

ცად მიუძღვები მხნედაო.


დაგვლოცე, მწყემსო კეთილო, 

გამოგვაფხიზლე მძინარნი, 

აწ უდარდელნი, ბოლოჟამს 

ავაჰმე რამდენს ვინანით...


შემოგვაბრუნე მზისაკენ, - 

ვიდრე სიცოცხლე წინ არი, - 

რომ უფლის მოსვლას საკვირველს

ჩვენც შევხვდეთ სახემცინარნი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ