მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 169 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ისე როგორ გავიზარდე,

არ მინახავს სათაფლია.

სადაც იდგა სახლიკაცი -

პაპას ძვლები სად დაფლია.

 

ნისლი ვიყავ - მსიზმრებია -

სათაფლია მიძებნია,

სადაც ჩემი მამულია,

დაკარგული ბიძებია.

 

ვენახებზე გავწოლილვარ,

დავცურავდი ჩალებშუა,

დაკარგული ხბოსავითა

ვბალახობდი ჭალებშია.

 

ერთი მუჭა ბაღ-ვენახი

გულში ჩამიკონებია

კრამიტებზე მიტირია -

პაპის სახლი მგონებია.

 

ღრუბელივით გავგუდულვარ -

ნისლი ვიყავ ფარატინა

წვიმა გავხდი ხმაჟღურტულა -

შენმა ნახვამ ამატირა.

 

აღვიძებდა წვიმის ეშხი

დაყვითლებულ ყანას ხშირად,

ვფათქუნობდი სიმინდებში

ვჩურჩულებდი ბალახშიაც.

 

ვაი, განა დავკარგულვარ,

განა ყოფნა განახევრდა? -

ტანი მექცეს ნაკადულად

ფოთლებად და ბალახებად.

 

ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ

რა დამკარგავს ადამიანს,

შენი მიწის ფუტკარი ვარ

ჩემო დედა სათაფლია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ