როდის - არ ვიცი, ადრე, თუ გვიან, მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი: დაგრჩება გულის კარები ღია და დაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის?
წმინდა სხეული ვის დაანებე? მოვა, დარეკავს წვეთები წვიმის და ჩამორეცხავს ღიმილს თვალებზე.
ვისაც კარივით გაუღე გული? მოვა, დარეკავს წვიმა, ვაიმე, გადაგეშლება ვარდივით წყლული.
ადრე, თუ გვიან, მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი: დაგრჩება გულის კარები ღია, როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |