სიზმარში ღელავს ყვავილი წყვილი; მზე სხივებს ვარდთა ცრემლებში აქსოვს. მე მახსოვს ტბაში ლერწამის ჩრდილი, მე ერთადერთი ზღაპარი მახსოვს.
იმ სიყვარულს და ცრემლიან თვალებს; ჩვენ ყვავილები გვსურდა პატარებს. და წასული თვის პატარა მთვარე,
ღამით რომ წეწდა მოქანცულ იფნებს; ჩამოდიოდა სპეტაკი თოვლი. და თეთრ ვარდებით გვივსებდა ფიქრებს.
ვეტრფოდით ვერხვის ცქრიალა ფურცლებს, მაგრამ ქუხილის ხმა უცნაური. შეათრთოლებდა გოგონას უცებ.
ახლა იმ ცრემლებს რას არ ვადარებ. იყო ქუხილი, იყო მაისი და სიყვარული გვსურდა პატარებს.
გადაქცეული ლექსების მონად; მაინც სიმღერა ჩურჩულის მსგავსი. ქვეყნად ვერავინ ვერ გაიგონა.
ვინ, - ლექსია და მარტო გრიგალი... ქუხილად მოვა ჩემი ხმაც აწი, მაგრამ - ვაი თუ შეშინდეს ქალი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |