|
განგებავ! ამას ნუ მიწყენ, ვერ გადავგვარდე გვარადა, ხანდისხან დავიღუღუნო მამაპაპური ვარადა.
არ არის გასახარადა, ის არის მძიმე მოთხრობა გულისა სატკივარადა.
ობლისა მოთქმას მწარადა, კვნესის და კვნესის, ქვითინებს მტირალის ჩვილის გვარადა.
ათასის წლისა წყნარადა ერთბაშად, ერთის მობერვით სულ წახვეტილა ქარადა!
თუ რომ შეგჩივი მარადა, ხანდისხან დავიღუღუნო ვაი და ვაი ვარადა! |
















