|
ო, უფალო! სხვას ვერაფერს ვერ გთხოვ, დრო მამძიმებს სანთელივით მდუმარს, ყველაფერი დამითმია, ღმერთო! მიტევების ნუ წამართმევ უნარს…
ან როგორ გთხოვ, შენს ტაძარში ვენთო, წუთისოფელს არ ვულევდი მდურვას, ყველაფერი დამითმია, ღმერთო! სიყვარულის ნუ წამართმევ უნარს… |
| პოეზიის გვერდი • • • |
















