„სვეტიცხოველი სვეტია თუ მოკვეთილი მარჯვენა?!“
ოთარ მამფორია
მივდივარ მცხეთას, შარახვეტია ქარია, მაგრამ არ მსურს დარჩენა... სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია და მოკვეთილი არის მარჯვენაც!
ამიგიზგიზა გულში ხანძარი, მივდივარ მცხეთას, რომ არსაკიძეს მეც დავულოცო რწმენის ტაძარი.
მხოლოდ ქართული სული ტრიალებს. კოლონკელიძის მოდის ასული სიზმრად... თეთრ ღვინით მივსებს ფიალებს.
ისევ მიდგება სევდა თვალებში, როცა მოვკვდები, დამასაფლავეთ ღვთის სანთელივით წმინდა მხარეში.
ვიდრე ამ გულში ცეცხლის გაჩენა... სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია და მოკვეთილი არის მარჯვენაც! |