|
მაშ, ასე - მე ვარ ადამიანი! ო, ნუ იქნები, ნუ ავზნიანი, დაუნდობელი, და ბრაზიანი. ვისი ხმა არის? ვინ მეხვეწება? მიწა და ზეცა. ადამიანო, ადამიანო, გთხოვ არაფერი დამიზიანო! ვისი ხმა არის? ვინ მეხვეწება? მიწა და ზეცა.
მომჩერებიან, მე შემომცქერის მოლოდინით ყველა არსება: - ადამიანო, ხომ ეცდები, ხომ მოინდომებ? ადამიანო, დედამიწა ხომ გადარჩება? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















