მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი
შროშანის ქათქათა კაბით სამჭედლოს ეწვია მთვარე, და ბიჭი უყურებს ჩუმად და ვეღარ აშორებს თვალებს.
და ოდნავ ნისლიან ცაში ავხორცი და წმინდა მთვარე თითბერის ძუძუებს აჩენს.
სულ მალე ბოშები მოვლენ და გამოადნობენ შენგან ბეჭდებს და საყურის რგოლებს.
მე მინდა ცეკვა და ლხინი, ბოშები როდესაც მოვლენ, შენ გრდემლზე გნახავენ მძინარს.
არ გესმის ფლოქვების ეხო? - იყუჩე, პატარავ, კარგი, კაბაზე ნუ მადგამ ფეხებს...
ნალების ფიცხელი რკინა, სამჭედლოს ვეება გრდემლზე პატარას ნებივრად სძინავს.
განათდა უეცრად შარა, ბოშები გამოჩნდნენ გზაზე - ბრინჯაოს ზმანებას გვანან.
დაბურულ ჭალების მიღმა. ცაში კი ბიჭუნა მთვარეს ხელჩაკიდებული მიჰყავს.
ბოშების ტირილის ზარი, და ოდნავ ნისლიან ცაში მიდიან ბიჭი და მთვარე. |