მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 400 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ბესო ხომერიკი

* * * * * * *

 

ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი

და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის,

ვიქნები თქვენთან მე გულახდილი

შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის.


თან დაუდევრად სკამზე შემოჯდა

ხელებგაშლილი, პატარა, ცელქი

და იატაკზე ნდომისგან თრთოდა

ორი პატარ ლამაზი ტერფი.


პეპელასავით დაფარფატებდა,

მის გაღიმებულ თვალებში სხივი

და რადგან ღიმილს ვერას მატებდა

მკერდზე ჩამოჯდა, ნახა ყვავილი.


როცა დავკოცნე ფეხის თითები

სიცილი რბილი, შეცვალა მკაცრით.

თითქოს ფაფუკი თოვლის ფიფქები

მყის შეიცვალა კრისტალით ბასრით.


ფეხები შერგო პერანგში ღამის

"ეგებ გაჩერდეთ, ჩემო ბატონო"?!

ჩაიკისკისა, დამცინა ლამის

ამდენს მიბედავ ნეტავ რატომო?!


აკანკალებდა მას ჩემი კოცნა

და როცა ნაზად დავკოცნე თვალი,

ჩაიჩურჩულა "რად არ გსურთ მოცდა?"

გადააქნია კეკლუცად თავი.


"მინდა რომ გითხრათ სულ ორი სიტყვა"!

მე კი ვკოცნიდი, მოცდა სად არის?!

სიტყვა იმ ღამეს საკმაოდ ითქვა,

სიყვარულისთვის მივხვდი, მზად არის!


ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი

და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის

ვიქნები თქვენთან მე გულახდილი

შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის.

 

მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი

* * * * * * *

 

შიშველი იყო თითქმის სრულებით

და მაღალი და ურცხვი ხეები

სარკმელს მაცდურად უფათურებდნენ

თავისი გრძელი ტოტებ-ხელებით.


ის იფარავდა ხელით სიშიშვლეს 

ჩემს მაღალ სკამზე მჯდომარე კოხტად,

იატაკზე კი ტერფი მისივე

ვნებისმომგვრელად ჩანდა და თრთოდა.


და ვუცქეროდი სხივებს ცვილისფერს -

ულაციცებდა როგორც არილი

ღიმილში მას და შუქი იგივე

ვარდისფერ მკერდზე აჩნდა ხალივით.


მე ვუკოცნიდი წვივ-კოჭებს ნაზს და

სიცილ-კისკისი ღიმს მოყოლილი

ისმოდა რაღაც გალობის მსგავსად

და წკრიალებდა თითქოს ბროლივით.


მოხდენილი და თეთრი ფეხები

შეფარებული პერანგს ნახევრად;

მწველი სიცილი, ასე აღმგზნები,

მიხმობდა: „მოდი!“ - ძალას მმატებდა.


ვკოცნიდი, ის კი თრთოდა საბრალოდ,

ვეწაფებოდი ტკბილ-ბადაგიანს

და თავი უკან რომ გადააგდო,

„ასეო, ასე უფრო კარგია!


ო, ერთი წუთით, ჩემო ბატონო…"

ვკოცნიდი მკერდზე უკვე გიჟივით -

ცეცხლს მიკიდებდა, ისე მატკბობდა -

ნაზ ოხვრაში და სიცილ-სიცილში…


შიშველი იყო თითქმის სრულებით

და მაღალი და ურცხვი ხეები

სარკმელს მაცდურად უფათურებდნენ

თავისი გრძელი ტოტებ-ხელებით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ