|
ხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს, ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად, ქარში ვდგავარ, ისე გავითოშე, სატრფოსავით ჩავეხვიე ჩინარს.
ფრთაგაშლილი ავედევნე ნიავს, დავნავარდობ სიყვარულის ზღვაში, შენც თუ კიდევ მოჩვენება გქვია, სინამდვილე სად ვეძიო მაშინ?! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















