|
მშვიდობით, ხოდაბუნო, მშვენიერო და კარგო, ამას იქით ვეღარ გხნავ, ასე უნდა დაგკარგო, ცხენი დამზანტებია დრო მრავალ-გამოვლილი, გდია თავ ჩამოგდებით ჩუთის წევით მოღლილი.
ერთის შებმით მოჰხნევდა, არ გაიბერტყდა ყურსა. ახლა გინდ ათი სახრეც კაცმა ზედ დაამტვრიოს მგონია ერთი კვალიც რიგზე ვერ გააკვლიოს.
კუნტრუშით აბრუნებდი ბელტებს განხურვებული, ახლა ასე მგონია, რაგინდ თავი აწყვიტო, ბაწრითაც რომ დაგაბა, ისიც ვეღარ ასწყვიტო.
ჩემთვის მაშინ სწორ იყო ველი, მთა და ბარია, თუ გონებაზე ვიყავ, მაშინვე შევაბემდი ჩემსა ჩუთს და სიმღერით ყამირსაც ლბილებრ ვხნევდი.
ზოგს ხირხატს ეძახიან, ზოგი არის წყლიანი, მაგრამ სულ ტყუვილია, ადგილით რა იქმნება, თუ მხვნელი თითონ ვარგობს, ყველგან ხლტომით იხვნება.
ყველგან ვხნევდი და ვმკიდი ნაყოფს ბარაქიანსა, მაგრამ ახლა სიბერემ მეც გამაწყო არჩევას, ატყევებულთ ნახნავთა ვეღარ უბედ გარღვევას.
მაგრამ ლბილთ ხოდაბუნთა კვალად ისევ ვეწყობი. და იმათაც ასეთთა, რომ აბრეშუმებრ ბალახს კრძალვით ძლივ გაებედვნოსთ თავის ჩენა იმ ალაგს.
რადგანც ღონე არა მაქვს არც ხვნის, არცა თესვისა, ჭაბუკო მეგუთნენო! თქვენც ხართ, ვიყავ მე ვითა. ამისთვის შემიბრალეთ ცრემლისა დათხევითა;
ბალახის მოძოვებით მაინც სცემდეთ ნუგეშსა. თქვენს ხვნაზე ხელის ამღე მხოლოდ ჭვრეტით ვიხარებ და თქვენს მწვანეზე სრბოლით გულის წყლულს დავიამებ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















