მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 533 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი

 

გწამდეს მუსიკა, და ეტრფიალე

ზომას, რომელშიც მოეთავსება

ნაზ მინანქარის ნაზი შრიალი, 

მაგრამ ნუ გინდა მძიმე სავსება.


გადაარჩინე სიტყვების დასი,

და შეიყვარე მათი ზმანება,

მთვრალი სიმღერა არის ძვირფასი -

ნათელ ბოდვაში მიექანება.


თითქოს ნაზ ცქერას ფარავს ვუალი...

ეს სიმღერაა შუადღის კრთომა, 

პირველ ვარსკვლავთა ცა მიუვალი, 

ეს არის მწუხრი და შემოდგომა.


მხოლოდ ნაჩრდილი ხიბლავს ოცნებას,

ფერი კი არა - ღია და ავი. 

მწყობრ ნაჩრდილებში ეჯადოსნება

ფიქრი ოცნებას, საკრავს საკრავი.


ერიდე ზიზღის სასტიკ გრიგალებს,

მახვილ სიტყვათა სდევნე რაზმები,

(რომ აცრემლებენ ლაჟვარდის თვალებს) 

და უარყავი ცრუ საკაზმები.


შენ რიტორიკას მოსტეხე ქედი,

და მეტისმეტად ნუ გიყვარს რითმა,

თუ თავის დროზე მას არ მიხედე,

შორს გაგისროლოს მისმა ჯირითმა.


ო, რითმა არის მუდამ ცბიერი.

ვინ იყო - ყრუ, თუ ზარხოში ზანგი,

რომ გვითავაზა იაფი ჩანგი

ხმაჩახლეჩილი და წუთიერი?


გსურდეს მუსიკა ახლა, ყოველთვის!

და ფრთამარადი შენი შაირი

ამ ქვეყნის იქით ზეციურს ელტვის

სადაც ტრფობაა სულ სხვანაირი.


ცას როცა ჰფარავს ღრუბლების სურო,

გამოაქროლე, ლექსი ჭალებით -

მთვრალი სურნელთა იდუმალებით.

სხვა ყველა არის - ლიტერატურა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ