|
გრძელ ღამეებში, როცა ხარ მარტო და ხევდას გმატებს კვიმატი მარტი, როცა ფანჯრიდან ითვლი ვარსკვლავებს - მსურს შენთან ვიყო მორიდებით, როგორც ფარეში რომ განუგეშო სიმწუხარეში.
ნაზი ზმორებით თეთრ შიშველ მკლავებს - მხურვალე კოცნით ამოგიშრობ ოფლიან ღლიავს, და შენს ღრმა თვალებს, რომ გავს ორ შავ ქლიავს, ვნებით შევმატებ ელვარებას ვერცხლის დანისას. და სიახლოვეს ათრთოლებულს ჩვენი ტანისას.
ფანჯრიდან მორცხვად ბაკმიან მთვარის კვლავ აქარგავს ქარვის სინაზე. როცა ვერ ვბედავ, რომ მოვიდე მე შენს ბინაზე, - სასაფლაოზე ვათევ ღამეს, როგორც უჭერო. ო, თუმცა მიშლის მამაჩემი ღამე სიარულს, და მირჩევს იმის დარიგებას მე დაუჯერო,
ვიცი, რომ სურვილს შიში აბრუშებს, მათხოვრის ჯოხით დიდხანს ვიარ მე საცოდავად. და ჩემს სიცოცხლეს გაუხარელს, ცოდვილს, ნამრუშებს გავუთხრი საფლავს მე თვითონ თავად. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















