მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 226 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძველი ორპირი. დანგრეული სანაოები.

ეწყება მთვარეს ხაშმიანი ცხელების სრესა.

მამის ოლარზე ობობების ქსელი მოება.

ღამეა თეთრი და შავია ქალდეას მესსა.


ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია.

ატირდენ ერთად ბაყაყები დამშრალ ფშანებში.

თითქო ახველებს ჭლექის ხველით Misse Lea Lee-ს

თითქო ყანჩები გაერიენ ფარშავანგებში.


მიბორგავს მთვარე, ყვითელ საბანს მიასრიალებს.

ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია.

ვარსკვლავით შეშლილს უსახო ძმებს სალამი ღამის,

მიყვება სული დავიწყებულ სატურნალიებს,


ჩემთვის ქალდეა სახვევია მშრალი ბალღამის,

დაწყევლილ მინდვრებს გაუმზადებს მშიერ კალიებს.

დისერტაციას დავამზადებ მე ამ საგანზე:

ყვითელი თვალი მონგოლების და სააკაძე...


ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია.

ძველი ორპირი, დანგრეული სანაოები.

ქალდეას ზეცა ამართული, ვით ეშაფოტი.

მონომანისთვის აღარ არის სხვა სათნოება,


რომ დაჭრილ სულის გადითვალოს ყველა ნაფოტი.

ბედის ვარსკვლავი ქალდეასთვის მართლა მკვდარია,

რექვიემივით ისმის ეხლა ყველა არია.

ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალარია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ