და ისევ ღამე, ისევ წვიმა ფეხის ხმაურით; ვერ გადურჩები შემოდგომის მე ნაკლულ დღეებს! და მაწანწალა ჩემი სული - ნათრევი ყურით - კიდევ გამოცდის შეყვარების მწარე სიცხეებს.
გადამალაგებს იდუმალი მისი ანთება თქვენ, ვარსკვლავებო, გზა მოგვეცით მგზავრებს უცნაურს, მეფე-დედოფალს - მე და მთვარეს გვაგვიანდება.
როგორც კუკლები დავატარებთ არშიან კაბებს. ჩვენ მწუხარება დიდ ქალაქში ვერსად დავმალეთ. და გვსურს ვეწვიოთ ახლა სტუმრად სულ მცირე დაბებს.
აღარ აკვირვებს ჩემ ქალბატონს, აღარ აშინებს; დღეს მისი ცქერა ავადმყოფი, ფერგადასული ჩემ დაღლილ სულში ფეერიულ კოშკებს აშენებს.
მოგვეჩვენება თვით სამოთხედ დუქანი ბნელი, და ისევ ღამე შეგვაერთებს მგზავრებს სნეულებს, და ისევ ღამე როგორც ჯვარცმა, იქნება მხსნელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |