მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 233 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რუხი კედლები, ხავსიანი თლილ ქვის ტრაბელი,

ხის ჩარჩოებში უმძიმთ ტანი მტვერიან ხატებს

აღარ იხარებს დიდი ვერხვი გადანაბელი.

ძველი საყდარი დანგრეული უყვართ შავ კატებს.


სურნელს არ აკმევს ია ნაზად ანაყვავები,

და სამრეკლოზე ჭოტი სუნთქვას ოდნავ აქშინებს.

სასაფლაოზე ოცნებობენ ღამე ყვავები, -

მძლავრი შრიალი მათი ფრთების მგზავრებს აშინებს.


დააქვთ ყოველ წელს შესაწირი ნადისიანებს, -

და თითქოს შველით, ვით მოფურჩხულს ლოცვა, ზერანი;

ღმერთს ავედრებენ ნათესავებს და მისიანებს.

წმინდა გიორგის თურმე აქ ყავს ხშირად მერანი.


არ ემეტებათ რაც რამეა სულის მაქნისი,

მაგრამ ყვავები პატრონობენ აღსავლის კარებს,

მათი თვალები მკვეთრი არის, როგორც სახნისი.

ატირებს ქარი ბნელ ღამეში გატეხილ ზარებს.


ისმის გოდება ნაღვლიანი საღვთო ოდებზე,

საკმევლის კვამლი ვეღარ ახრჩობს ცოდვილ ამურებს,

დავიწყებული სახელები ტირის ლოდებზე.

კეთროვან ვირის საზარი ხმა აფრთხობს ღამურებს.


ზამთრის დღეები წვიმიანი ახ, როცა არი -

ბრმა მათხოვრები უიმედოდ ფიქრობენ დარზე,

სახლებზე კვამლი, დახურული ფანჯრები, კარი,

სხედან ყვავები მოწყენილი საფლავის ჯვარზე.


მკვდრებზე ოცნება, სევდა, დარდი, ყოფნა მარტივი,

მძიმე წუთების უფერულად განმეორება,

მოუსვენრობა, ხასიათის შეცვლა მარტივით -

მტანჯავს და უხმოდ მაკანკალებს ავი ზმორება.


ვატყობ: ყვავები მიყურებენ მუდამ უნდობლად,

ახ! თითქოს უნდათ, რომ დამღუპონ ფიქრში ტრიალით.

როცა ღამდება და ოთახში მარტო ვარ, ობლად -

სასაფლაოდან მაშინებენ ფრთების შრიალით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ