მთარგმნელი: ლადო ასათიანი
ყველა სულდგმული თავის ბედს მიჰყავს და ყველას ბედის ლოდინი დაღლის. მე რომ პოეტი არ ვყოფილიყავ დამიძახებდნენ ქურდსა და თაღლითს.
ბიჭებში - ყოჩი, სინდისიანი, თითქმის ყოველდღე, არ დაგიმალავ, შინ ვბრუნდებოდი პირსისხლიანი.
კვნესით ვეტყოდი ანგლობის ამბავს: "ეგ არაფერი, დავეცი ქვაზე და ხვალ დილამდე მოვრჩები ალბათ!"
იმ ნეტარ დღეთა მღელვარე ხმები, დიადმა ძალამ, მამაკაცურად, ჩემს პოემებში შეისხა მხრები.
ყველა სტრიქონში ხელახლა მამხელს, როგორც ოდესღაც უშიშარ რაინდს, როგორც მოჩხუბარს და როგორც - თავხედს.
მხოლოდ ახლისკენ ვადგამ ნაბიჯებს და თუკი ადრე სახეში მცემდნენ, ახლა ეს სული სისხლით ამივსეს.
ბობოქარ ბრბოებს, ანგლობის ამბავს: "ეგ არაფერი, დავეცი ქვაზე და ხვალ დილამდე მოვრჩები ალბათ!" |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |