მთარგმნელი: ?????
|
იქნება, ვიცი: არქივი, ცხრილიც... ცხოვრობდა ბელა... და აღესრულა... ვცხოვრობდი მართლაც! მივფრენდი თბილისს, მხვდებოდნენ სადაც გია და შურა.
ცამ თაკარა მზე არ დაიშურა, სარდაფი ერთიც არ იყო, ჩემთან სადაც არ სვამდნენ გია და შურა.
ვტირი და პურზე ღვინის წვეთს ვწურავ. თუმცა, ტიფლისის ძველ ქუჩაბანდებს გავყვებით ისევ: მე, გია, შურა.
მომიგონებენ კეთილად სხვები. - ფუჭია: შურას და გიას მსგავსად არასდროს არვის არ ვეყვარები. |
















