მთარგმნელი: ლელა მეტრეველი
"მშვიდობით იყავ", - ყვავილები ჩამჩურჩულებენ, თან მორცხვად ხრიან მიწისკენ თვალებს, მეუბნებიან, რომ შენს სახეს ვეღარ ვიხილავ, ვეღარ ვიხილავ სამშობლო მხარეს.
მე უკვე ვნახე დედამიწაც, ყვავილთ მშვენებაც, ამიერიდან სასიკვდილო ციებ-ცხელება, ვიცი, მე მხოლოდ ნაზ ალერსად მომეჩვენება.
გაღიმებულმა ჩავუარე გვერდით ცხოვრებას, - მე ვიმეორებ: არაფერი არ იკარგება, ამქვეყნად, ალბათ, ყველაფერი განმეორდება.
(წარსულ დროს ვეღარ დააბრუნებს სევდა-ნაღველი), სხვა ვინმე მოვა და იმღერებს ახალ სიმღერას, უფრო უკეთესს, ვიდრე იყო ჩემი ნამღერი!
ტკბილი ჰანგები გაგახსენებს დღეებს გაფრენილს და, უკვე ახალ სიყვარულით გატაცებული, მეც მომიგონებ, როგორც ყვავილს, ფურცლებდაცვენილს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |