მთარგმნელი: გიორგი კახიშვილი
დაღონებულხარ. მძიმე სულს თითქოს უარყოფილი ოცნება ერთვის, მაგრამ, რაც უფრო წყვდიადი გიპყრობს, მით უფრო მიმზიდველი ხარ ჩემთვის.
სიზმრის თუ ცხადის გირჩენს იარებს, მაგრამ ტანჯულმა მწვანე თვალებმა, ჩანს, ხსნას ღვინოშიც ვეღარ მიაგნეს.
დაეხსნას უღელს მძიმე ბედ-იღბლის. ვინ იცის, ქარი ჩემამდე მოსულ შენს მერამდენე მუდარას ითვლის…
სამშობლოს ზეცის მაქვს განაჩენი… მე გაგიხსენო - ეს ძალმიძს მხოლოდ, შენ არ გაბედო ხსენება ჩემი!
იზრდება მოკლულ იმედთა რიგი… მე ტრფობის იმგვარ მძაფრ ცეცხლში ვიწვი, შენც ვერ შეძელი ჩაგექრო იგი!.. |