მთარგმნელი: ლელა მეტრეველი
მთვარე ძლივს მოჩანს, ღრუბლის ფთილები დასეირნობენ ცაზე ტაატით და მოღუშული ღამის გუშაგი ისრებს შეჰყურებს კოშკის საათის.
და ჩაუქრობელ წუხილით იწვის, მოღალატე კი სახლში ბრუნდება ცივი სახით და ტყუილი ფიცით.
გამოვეთხოვე უკვე სამყაროს. ბაღში დავჯდები, რომ ჩანგს შევეხო და ვარსკვლავები ცაზე დავთვალო. |