მთარგმნელი: ბესო ხომერიკი
|
ხანგრძლივი მზერით მთლად დათენთილმა, თავად ვისწავლე, როგორ გაწვალო. უფლისგან შენი ნეკნით შექმნილმა, ვით შევძლო თავი არ შეგაყვარო?
რომ ბედისწერის ვიყო მძევალი. მე კი ვერ შევძელ დარჩენა ბერწად, ვარ უტკბილესი შენი მხევალი.
შენს ნანატრ მკერდზე სულგანაბული, მესმის, თუ როგორ ზეიმობს ბრძენი, ჩემი ცხოვრების მზე - შენი გული. |
















