მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 227 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩამოდის წვიმა

და თვალები სველი აქვთ ფანჯრებს,

ეს გზაც შორს მიდის,

როგორც ყველა გზები მიდიან,

ვინ დაგიამებს

მტკივნეულად გადაღლილ მაჯებს,

ან ერთგულებას, ან სიყვარულს

სადა ჰყიდიან.


ვის ენაღვლება,

მარტოობა შენი ვინ იცის,

სული სავსეა

ამაო და უტყვი ვედრებით...

ცხელ ტალღასავით გადაივლის

გულზე ივლისი,

თივის ურემზე

ყაყაჩოთა თბილი ცხედრებით.


შენც კარგად იცი,

აქ ტირილი ვერას გიშველის,

ყრუა სოფელი,

შენს გოდებას ვის გააგონებ...

ქუჩაბანდებში ჩამოივლის

წვიმა შიშველი,

შენ რომ ყოველთვის

ანგელოზის ცრემლებს გაგონებს.


სხვათა უჩუმრად

თვალზე ცრემლი მაინც მიცოცავს,

თითქოს სმენასაც აღარ ატკბობს

შაშვის გალობა,

უფალმა როცა

ღვთაებრივი ნიჭი გიბოძა,

ეგ უსაშველო მარტოობაც

მან გიწყალობა.


ცრუა საწუთრო,

დრომ შენთვისაც ბინდი დაფინა,

ჩამოგიჯდება პალიტრაზე

მთვარე ინახად,

ერთად ხომ მხოლოდ

ყვავ-ყორნების გუნდი დაფრინავს,

არწივთა გუნდი ვის სმენია

ან სად გინახავს.


ჩამოდის წვიმა

და თვალები სველი აქვთ ფანჯრებს,

ეს გზაც შორს მიდის,

ისე როგორც სხვები მიდიან...

ვინ დაგიამებს

მტკივნეულად გადაღლილ მაჯებს,

არც ერთგულებას, არც სიყვარულს

არსად ჰყიდიან.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ