საქართველოს დედოფალი, დედა-ქართლისა - თამარი, სიმშვენიერით მოსილი, ამომავალი მზის დარი.
რომელს უმშვენა მან მხარი, დიდუბეში იქორწილა, სადაც რომ საყდარი არი.
მოიწვია თავის ჯარი; ასი სული ცხვარი დაკლა და ორასი ნიშა ხარი.
იქნებოდა ასი მხარი, ქვრივ-ობლებსა უწყალობა ოქრო, ვერცხლი დიდი ძალი.
დედა-ქართლისა - თამარი, საქართველოს დაეკარგა ოქროს ქსოვილი ქამარი.
დილის ცისკარის სადარი! ის მნათობი - ქვეყნიერი, მკვდარიც ვერ ვპოვეთ, სად არი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |