მხედარს ცხენმა გაურჩება გაუბედა გარდაბანთან, უცებ გზაზე გამოჩნდება ცხენოსანი შავნაბადა.
გახვითქულა გოლიათის სიმძიმისგან შავი რაში.
ალბათ ვინმე თათარია, მაგრამ თათარს ქუდი ნაბდის?
მხედარს მკერდზე ცისარტყელად შემოურტყამს პატრონტაში.
მაღლით ცა და ძირს ბალახი ფლოქვთა მტვერში ჩაითალხა.
- დაყარეო იარაღი! - ცხენოსანმა დაიძახა.
- არ ველოდი, განჯის გზაზეც გაჩენილან ყაჩაღები.
- განზე გადექ, რაღას უცდი! - გადმოჰყივლებს კვლავ უცნობი.
ეგ ხანჯალიც შეიხსენი, - ყივის ხირიმშემართული.
ვალის გარდა საფულეში ერთი გროშიც არ ებადა.
ყაჩაღს იცნობს, ბალღობისას შეხვედრია მარაბდაში.
და ნაბადი მან ჩრდილივით გადააგდო მწვანიანზე.
ტატოს ჰკითხა: - ბალღობისას თუ ყოფილხარ მარაბდაში?
ნუ წახვალო, ჯერ დაიცა, - სთხოვს მარაბდელს მარაბდელი.
უნაგირზე მთვლემარ ხურჯინს გადაუხსნის თვალს ყაჩაღი.
თავპირველად ბარათაშვილს აწვდის, როგორც მასპინძელი.
ეს იყოსო გლეხი კაცის, ღარიბ კაცის სადღეგრძელო.
მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ, ღმერთი როგორ წამახდენსა.
წუთისოფლის ღირსებაზე ბჭობდა ორი მარაბდელი.
გზა ორივეს არაგვს უგავს, ქედით ორად რომ იყოფა.
გადმოხდომა ემარჯვება, რიხიანად დაქუხება.
თუ ამხედრდა, ვერ გაუსწრებს ვერც არსენა მარაბდელი.
ხვედრს მეხივით დაეცემა, თუ აჯანყდა, თუ ამხედრდა.
წუთიერმა სიხალისემ გაიელვა მათ თვალებში.
ვერცხლისფერად დანაფერი ფიცხლად იძრო მან დამბაჩა...
ყანწის დარად დაულოცა იარაღი ბარათაშვილს.
სადაც შემხვდე, არასოდეს არ დამიხვდე სტუმარივით.
თქვა არსენამ და გაშორდა ერთურთს ორი ცხენოსანი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |