|
ბალადა-ეპიტაფია
ციხისთავის ბრძანებით ტყვეებს სამ დღეს ვდარაჯობდი იყვნენ თურმე, ძაღლები ბნელ ხაროში ჩასახრჩობი. ჩემი ქვეყნის ამკლებნი - შემეცოდნენ ტუსაღები და მამღვრევდა ნაღველით მათი კვნესა ყურწამღები. ღრმა და უკუნ ხაროში სამი სურა წყაროს წყალი თოკით როცა ჩავუშვი დამილოცეს მკვდარ-ცოცხალი. იყვნენ თურმე, ძაღლები ჩემი ხელით დასახრჩობი. ციხისთავის ბრძანებით ტყვეებს სამ დღეს ვდარაჯობდი. ჩავაწოდე სამთავეს დედასპური დაბრაწული სამივ კაცად ჩავთვალე, დავაპურე, დავარწყულე. ვთქვი! - დანაყრდნენ, მადლია - და უძილოს, ღამენათევს ზეზეურად წამთვლიმა... ვეღარ მოვკარ თვალი ნათელს მათ გამგუდეს იმ თოკით, რითაც ვაწოდებდი სარჩოს. სკეთეზე მინდობილს, დამხვრჩვალს ეხლა დარდი მახრჩობს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















