მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 463 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სეტყვა შეთვალებულ ისრიმს

წვრილი საფანტივით ისვრის,

ელვის მოქნეული შუბით

ფატრავს შუაღამის შავ ტანს,

დამაბრმავებელი შუქი

ვაზის ფესვებამდე ატანს.


ზარი დაგრუხუნებს გლოვის

იავარმყოფელი ყოვლის

სარჩო-საბადებელს მეხავს,

ქვეყნად არიალებს ურვას,

მუსრავს მსხმოიარე ვენახს,

მიწის საწნახელში წურავს.


აწრიალებული გლეხი,

როგორც დათოფილი ვეფხვი

განსახიერება რისხვის -

ბორგავს, ეჩხუბება ელვას,

უფლის გასაგონად ისმის

მისი დედაკაცის წყევლაც.


ამ დროს გამოტყვრება ზვარში

მათი თითისხელა ბავშვი,

პერანგს გაიღეღავს რიხით

იჭერს ჩამოქცეულ სეტყვას

და ცხელ საგულეში იყრის,

- სადაც გაზაფხული ფეთქავს.


ზარავს, აჟრიალებს ტანში,

მაგრამ კაფანდარა ბავშვი

ცაში გაყუჩებულ ღრუბლებს

ისე აცქერდება ერთხანს,

თითქოს გასრულდაო უკვე

მისი საუბარი ღმერთთან...


იდგა შუბლმაღალი, დინჯი

ყინვით უბესავსე ბიჭი

დიდი მოლოდინით სდუმდა,

აღარ აჰყურებდა ზეცას,

ჩუმად ინახავდა გულთან

ხვალის მობდღვრიალე მზესაც.


იდგა ვალმოხდილი ბავშვი

და ღრმა მოხუცივით დაღლილს

ფეხქვეშ ემღვრეოდა გუბე,

შუბლზე შარავანდი ერტყა;

მისმა უწმინდესმა უბემ

წვიმად მოაქცია სეტყვა.

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ