|
დაენარცხა ველს შხაპუნით - წვიმა ჩერეხ-დელგმად იქცა, უზარმაზარ ვეშაპივით გაიზმორა დედამიწა.
გააშველა მორკინალნი, შესძრა შუქმა უეცარმა სასაფლაო ხორკლიანი.
ზეაიჭრა ზარბღავილით, ცა დაირღვა, დაიშალა დაბლანდული საბანივით.
წარღვნისებრი შეწყდა ღვარი და მგონია - ამ ტრამალზე არც ყოფილ ჯერ ავდარი.
დარ-ავადარის გრადაცია თითქოს არვინ დამღუპვია, თითქოს არვინ გარდამცვლია. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















