|
მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის, ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული, მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი და ლტოლვა, ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.
ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით, შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი და ეხლა ასე უსასოო, შილიფი კაბით
უტყვ პირამიდებს შუაღამის ელვა ანათებს, შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.
სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში, მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა, შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















