|
შიშველ ძუძუებს მიკოცნიან მლაშე ტალღები და სველ ქვიშაზე ნაკვალებად რჩება წარსული, მე შენს ალერსში ძუკნასავით გავითანგები, დამავიწყდება, რომ თავადის ვიყავ ასული
აღგიგზნებ სხეულს გახელებულ მდედრის კერტებით, მე ალერსისთვის გაჩენილი ამორძალი ვარ და ჩარჩოებში ვერასოდეს ჩავიკეტები.
შემოგაფეთებ მოუთოკავ სურვილთა გნიასს და თუ ასეთი გაგიჟება ღმერთმა ინება, მომეტევება ალბათ ცოდვაც, მიწიერ დიაცს... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















