ჩავეგვირისტე ჩემს ტკივილებს, სულის ნაფლეთებს , ისევ მარტო ვარ, დროის ტოტზე შემორჩენილი წვიმის წვეთივით და შიშიან თვალებს ვაფეთებ. ვაითუ, მაცნემ მოიტანოს შავი წერილი,
გადამაფაროს ტყვიისფერი, მძიმე სუდარა, დამაკრეფინოს წამწამები დროის ურჩები და ამამშრალოს სისხლიანი, ცივი ტუჩებით.
ხან დილა იყო, ხან ბინდი, ობლის კვერივით იგორა ბედმა, სანამ არ დავღვინდი, შე, უთავბოლო სიკვდილო, რა უდროო დროს მოგინდი!
ახლა მარტო ვარ და შიშჩამდგარ თვალებს ვაფეთებ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |