|
კონტრასტი მკვეთრი - შავი და თეთრი, ნიღაბი ერთი-ღიმილი, ცრემლი, შიგნით, სიღრმეში - რწმენა და ღმერთი, გარეთ, ქუჩაში - გარყვნილი მრევლი.
ცივი მუყაოს ორმაგი სახე, ცხოვრების სცენა სიყალბის ფარდით და ორგიების მაცდური მახით.
გაღმა პარტერი მჭლე ფერდებს ივსებს, და გულუბრყვილო სისადავეთი ოცდამეერთედ გავდივართ ბისზე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















