|
ღამე ამუქებს უზარმაზარ ფანჯრებს და მცივა, თბილ სიმყუდროვეს ეძებს ჩემი დამზრალი სული, ძირს, ქვაფენილზე ხელჯოხივით ბაკუნობს წვიმა, იოკებს სურვილს...
შავი ღრუბლების სიმძიმეში ეშვება თითქოს, ყურს აღარ უგდებს მოლაყბეთა მიეთ-მოეთებს, სიმშვიდეს ითხოვს...
და ფეხშიშველი, სიგიჟემდე! სიძულვილამდე! ბრბოდ შეკრებილი ხამი ხალხის აურზაურზე ვცეკვავ დილამდე... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















