|
გულში იზრდება უკვდავ ვენახად, სულში ანთია უქრობ სანთლებად, - მე ძველ წერილებს არ ვხევ - ვინახავ, გამახსენდება - გამიხარდება.
დანატრულები უღრუბლო ამინდს, ასეთ წერილებს გაიხსენებენ და დაეძებენ წვიმიან ღამით…
ფიქრებში ეჭვი მოიკალათებს, ან როცა ბინას გამოიცვლიან და იყიდიან ახალ კარადებს.
როცა დავკარგე კვალი კინაღამ, სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ მე ძველ წერილებს არ ვხევ - ვინახავ…
პესიმისტები დღიურებს ხევენ, მე კი გავივლი და გავიხსენებ წერილებს - როგორც გამოწვდილ ხელებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















