|
ხელი ყველაზე ახლოა გულთან, ჩვენ ხშირად ხელში გვიჭირავს გული. ფოლადს ვადნობთ თუ მივყვებით გუთანს, ხელებს გულივით ვიცავთ და ვუვლით.
ვგავართ ვეება ხეების ნაფოტს, ხანდახან, გულზე დავიდებთ ხელს და ყველაზე მართალ სიმართლეს ვამბობთ.
არ ვუშინდებით ხვალინდელ ამინდს. ხანდახან მაგრად ვიხუტებთ გულში ხელებს და ისე ვიძინებთ ღამით.
მაინც მომავალს ვუმზერთ და ვუსმენთ. და მხოლოდ მაშინ მშვიდდება გული, როდესაც ხელებს დავიწყობთ გულზე... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















