|
მესაფლავე... აჰა, ბარის ფული, არ დამმარხო, არ გაგიწყრეს ღმერთი; ჩემს ცხედარზე თუ არ გწყდება გული... მეც ფეხებზე არ მკიდია, ერთი!..
მივაშავოთ შროშანები, სველი... არც ვიკითხოთ სახელი და გვარი... რას უდგახარ?.. გაანძრიე ხელი!
წანდილსა და უწადინო ღვინოს... აღარ გიჯობს: შეველხინოთ ბახუსს და სარდაფში ერთად მოვილხინოთ.
ჩვენ ორ შორის რომელია... მკვდარი. რაო, ბარი გენანება? რაო... ვის რად უნდა მესაფლავის ბარი!
ეგ საფულეც - ორიოდე გროშით; ზედაც - ღვინო! ჯავრი ნუ გაქვს ხარჯის... წამო, სიკვდილს ჩავუღდინოთ ხოში!
ცხელი ამბით, განა საბარბაცოდ; - მესაფლავემ მკვდარი მიატოვა და ცხედარიც გაპარულა, კაცო!
ამ კუბოსაც ჩავაცეცხლებ ბუხარს! თუ არადა... ჩამიძახე ქვეით, ჩემი ბოლო მესაფლავე თუ ხარ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















