|
თევზი მაინც გაუშვი, გინდა არ იყოს ოქროსი, თუ ოქროსი იქნება, მითუმეტეს გაუშვი, მადლი მოგიბრუნდება კეთილ სამეგობროში, თავისთავად მოგნახავს ქვეყნის აურზაურში. დალაგდება ცხოვრება: მოვლენ უკეთესები, უღალატო დღეები შეცვლის ღალატიანებს, დღეს რაც ცოდვა ტრიალებს: დაჭერილი თევზების, დახოცილი თევზების ცოდვა-ბრალიც ტრიალებს. მაინც სადღაც იმედის სხივი გაიციმციმებს და, როდესაც გათიშავს უცნობებს და ნაცნობებს, ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს და სიმძიმილს - გაშვებული თევზების მადლი აწონასწორებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















