მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 581 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(უწმინდესს და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს)

 

თქვენო უწმინდესობავ!

სული როცა მძიმეა

სული როცა მძიმეა

შორეული ფრენისთვის -

ხორცი მაშინ მღვიმეა,

ნესტიანი მღვიმეა

ანდა სასაფლაოა შეუცნობელ მერმისის.


თქვენო უწმინდესობავ!

თუ სიმშვიდე მწყურია,

სული გადამეღალა

მიწიერი ლანდების,

ჩემი წუთისოფელი მეტად უცნაურია,

სადაც უნდა გავთენდე სწორედ იქა ვღამდები.


თქვენო უწმინდესობავ!

როგორ რთულად ვიარე -

სივრცეებში წანწალით საშინლად ვარ დაღლილი,

ვიდრე არ ამიტირდა სული მოხეტიალე -

და მზის გვერდზე თეოზე არ მივეგდე ძაღლივით.


თქვენო უწმინდესობავ!

ტკივილებმა დაფლითა

გული - ახლა უმეტეს მდინარეზე სველია,

ჩემი ყოფნა შეშლილის

და მწუხარე სახითა

ამ მტვრიან სამყაროში ძალზე მოსაწყენია.


თქვენო უწმინდესობავ!

ამბოხება სატანის

ჩემში მინავლებული ანდა სულაც მცხრალია,

რა მღვრიე ამინდებით და ტკივილით მატარე,

ცრემლივით მაკანკალე,

ღვთისმშობელო მარიამ...


თქვენო უწმინდესობავ!

როცა ლოცვა მშრალია,

ძალზე უხერხულია ვინმეს სთხოვო შენდობა.

როცა ტკივილებისთვის აღარავის სცალია,

აღარავის სცალია და არავინ გენდობა.


თქვენო უწმინდესობავ!

სული როცა მძიმეა,

სული როცა მძიმეა

შორეული ფრენისთვის -

ხორცი მაშინ მღვიმეა,

ნესტიანი მღვიმეა

ანდა სასაფლაოა შეუცნობელ მერმისის...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ