ვერარა გარგე ტირილით, ვერცრა ლექსების წერითა, ვერც მზედ ჩამოგსვი ცის ზურგზე, დამდნარი კალმის წვერითა.
ვარსკვლავიანი ჭერითა, ამევსო მთვარის საწოლი, შუბლი ტკივილთა მტვერითა.
ვცარიელდები შენითა, ვერ აგიყვავე ჭრილობა, ჯავრისგან დაფქულ ენითა.
მოურჩენელი სენითა, ყველაფერს შეგუებული, დროს ვატორტმანებ ქშენითა.
ერთიმეორეს ვშვენითა, დღესთან ქარებით ვსაუბრობ, ღამესთან ნისლთა ფენითა.
ჩემი წაქცევის ცქერითა, სად წახვალ, ყველა ბილიკი, - მე ვარ დაჭირხლულ წვერითა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |