მე რომ ჯავრი მგლეჯს და მე რომ ჯავრი მფლეთავს, შენ რომ გაკვნესებს და შენ რომ გაღრიალებს, არც სხვები არიან ჩვენზე უკეთესად, სტკივათ საქართველო - ერეკლე საღლიანო!
საკმარი დავთმეთ და საკმარი ვიგლოვეთ, ჟამია ერეკლე სისხლით მოიცვაროს, სამშობლოს ახალი სჭირდება დიდგორი.
ხმამაღლა ვკითხულობ - ხომ არ ვაგვიანებთ? დღეს უნდა შევძახოთ სამშობლოს - ხვალისთვის, დღეს უნდა შევძახოთ, ჩემო საღლიანო!
რაც მტერმა ვერ გვიყო, მოკეთე გვიშვრება, როდემდის ვიხადოთ ლუკმისთვის მადლობა, როდემდის ვუთმინოთ ჩვენს გადაჯიშებას.
ზეცისკენ გამირბის მზერა ნაღვლიანი, რაღაა მამული - ჩემს ერთ ცრემლში დავტევ, შენს წვეთ სისხლში დავტევ ერეკლე საღლიანო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |