|
(ელეგია "ყელსაბამში" ჩასამატებელი)
დაობლებულან შენი ხატები, შენი კერპები, შენი ღმერთები, ისე ძალიან მოგისაკლისეს, მე სტუმარივით ვეზედმეტები.
ხელუხლებელი შენი სერვისი, რომელსაც ახლა - ჩიტის რძესავით - რითმა აკლია შესაფერისი.
მესმის მურმანის ავე არია და ამ სალონის დემონები და ანგელოზები აქვე არიან.
მაგრამ შენ შენი აბესალომი არ გაგაწბილებს კაფე-სალონის ახირებულთა აბეზარობით
აუგიანს და აუგიანებს, თუ რამდენიმე ნათესავი და ნაცნობი სალამს დაუგვიანებს.
და ჩემთან ერთად ცხოვრობს მეზობლად - დაქვრივებული მამაკაცების უმცირესობის უმრავლესობა.
ვერ შევუსრულე თხოვნა ქალიშვილს, რადგან წიგნებმა არ გამიშვეს და, რაც მთავარია, შენ არ გამიშვი.
რაკი გათენდა, უკვე აქ აღარ დაგედგომება, თუმცა როდესაც სახლში არა ხარ, მაინც აქა ხარ.
მინიმალური ჩვენი შანსები, ორკარიან და ოროთახიან დამალობანას მეთამაშები.
ჩვენი ფანჯრები ფარჩიანები, მაგრამ ვინ უნდა შემოიხედოს ჩვენთან ირაკლი ფარჯიანივით?
ჩამონათვალი გამინახევრე: სად მოვუპოვო ჩემი ნამუსის ულვაშს ახალი პარიკმახერი?
განკითხვისათვის როცა წავდგები, რით გავამართლო ჩემი უშენოდ გატარებული წელიწადები? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















