|
დაივიწყა ტაშები და ბისები და ლაიქი და გაგვებუტა დირიჟორი და დარბაზი დაიკიდა. დაივიწყა იგავი და სულხანი და ეზოპე და პატივს არ სცემს უმოწყალო კანონს უმრავლესობათა. მაესტროო, ნუ გაგვრიყავ განშორების გისოსებთან: ერთხელ მაინც მოიხედე, ღმერთი დედას გიცოცხლებსა, თორემ მოვა განჩინება დიდი დემიურგისაგან და გიბრძანებს ერთადერთი - ერთეულო, ზურგისა-კენ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















